საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ხვალიდან აჭარაში შეზღუდვები წესდება.
„ხვალიდან, 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ. ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, რესტორნები მუშაობის განახლებას დილიდან შეძლებენ, თუმცა საღამოს 10 საათზე ეს ობიექტები დახურული იყოს. მეზვრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოქმედების ვადა ეპიდმდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.