საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 70 წლის კაცია.
პაციენტი ბათუმის “რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში” შეყვანილი იქნა 17 სექტემბერს 16:30 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 90%-ის დაზიანება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულზე ჩატარებული სტენტირება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავდება. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 24 სექტემბერს 12:10 საათზე.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან გამოჯანმრთელებულია 1705 ადამიანი, 26 კი გარდაცვლილი.