იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 1182 ნიმუში გაკეთდა ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის მასშტაბით.
1182 ტესტიდან 55 პასუხია დადებითი, რაც ნიშნავს იმას რომ კოვიდინფიცირებულთა რიცხვი თითქმის ორჯერ არის გაზრდილი.
სულ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 4960, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1819, ხოლო გარდაცვლილი – 27 ადამიანია.