25 სექტემბერს, ოზურგეთში, „პატრიოტთა ალიანსის“ რაიონული ორგანიზაცისს ინიციატივით, აქცია ჩატარდა.
_რატომ უნდა გვიწევდეს იმის მტკიცება, რომ ჩვენ პრორუსული ძალა ვართ? ჩვენ ვართ ეროვნული ძალა, ქართული ძალა და გვებრძვიან ლიბერალური და არაქართული ძალები, რომ რეიტინგი, რომელიც გაგვაჩნია, დაგვიგდონ, _ განაცხადა პარტიის რაიონული ორგანიზაციიის თავმჯდომარემ შოთა გოგიბერიძემ.
მან ვრცლად ისაუბრა „პატრიოტთა ალიანსის“ წარსულსა და დღევანდელობაზე. არაერთხელ გაიმეორა, რომ ის არის ეროვნული ძალა და მოიშველია გამოკითხვის შედეგები, რომ მუშაობს სატელეფონო ცენტრები და სულ ახალი ინფორმაციით, მისივე თქმით, გამოკითხულთა 500 ზარიდან, 320 „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერია.
_დღეს, გმირთა ობელისკთან და ეროვნული გმირის საფლავთან, მე მინდა, დავდო ფიცი. დიახ, მე ქალბატონ ირმას მხარდამხარ ვფიცავ, რომ არასდროს ვუღალატებ ეროვნულ ინტერესებს, აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, დავასრულებთ სიღარიბეს საქართველოში, _ ამ და კიდევ მრავალი დაპირებით, შოთა გოგიბერიძემ აქციის მონაწილეტა წინაშე ფიცი დადო .
მან აქციის დასასრულს მოუწოდა ყველა მხარდამჭერს, ოფისში მისულიყვნენ და წაეღოთ საინფორმაციო ბუკლეტები, ბანერები, რათა გაეცნონ პროგრამას, თუ რის გაკეთება სურს პარტიას.
აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტიის ჩოხატაურის და ლანჩხუთის ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
შოთა გოგიბერიძე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ, გურიაში წარდგენილია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.