საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევიდან 16 გურიაში გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ გააკეთა.
ენდელაძის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა კი აჭარაში ფიქსირდება.
„გამოვლინდა 298 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს არის 175 შემთხვევა, თბილისში – 32, იმერეთში – 38, გურიაში- 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში – 11, ქვემო ქართლში -7, კახეთში – 4“, – განაცხადა ენდელაძემ.