გურიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 296 შემთხვევიდან 16 გურიაში დაფიქსირდა.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ განაცხადა, ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში გამოვლინდა.
„ინფიცირების ახალი შემთხვევები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან უმეტესად არის კონტაქტები, მაგრამ ინფიცირებულები უმეტესად არიან „აჭარა ტექსტილის“ კლასტერს მიკუთვნებული პირები, რომლებიც უკვე გადაყვანილები არიან კლინიკებში. რაც შეეხება „აჭარა ტექსტილში“ თანამშრომლები ყველა არის საკარანტინე ზონაში გადაყვანილი“,_ განაცხადა ნასარაიამ.