ბოლო ორი დღის მონაცემებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანებში, დადასტურდა კორონავირუსის ოთხი შემთხვევა.
ნაფოცხვარას უბანში მცხოვრები ორი ოჯახიდან, ოთხი ადამიანი, რომლებიც მუშაობდნენ ბობოყვათის სამკერვალო ქარხანაში, გადაიყვანეს კარანტინში.
ასევე 12 ოჯახის წარმომადგენლები გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.
დღეისთვის, როგორც სოფელ ქვემო ნატანების მცხოვრებლები ამბობენ, არ მომატებულა შემთხვევების რაოდენობა და მათივე თქმით, ვისაც დაავალეს და მიუთითეს, ყველა თვითიზოლაციაში იმყოფება.
ლუკა ლელაძე