ოკუპირებული აფხაზეთში ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვის გამო დაკავებულ ირაკლი ბებუას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბებუას დე ფაქტო უწყება დამამძიმებელ გარემოებებში აფხაზეთის სახელმწიფო სიმბოლოს განადგურებას და ტყვია-წამალის უკანონოდ შენახვას ედავება.
როგორც დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. შსს აცხადებს, ირაკლი ბებუას სახლში ჩხრეკის დროს RG-42 ტიპის ფრაგმენტული ხელყუმბარა ამოიღეს.
,,მოქალაქე ბებუა იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ამ დროისთვის ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული სახდელი – პატიმრობა 30 დღის ვადით“, – წერია განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქემ გალის რაიონში ე.წ. ,,გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი ზეიმის დროს აფხაზური დროშის დაწვა, რომლის გამოც ის 1 ოქტომბერს უკანონოდ დააკავეს.
დაკავების შემდგომ ბებუას ბრალი დაუმძიმდა, საბრძოლო მასალების უკანონო შენახვისთვის.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ფლობს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები და პარტნიორებიც, როგორც ცნობილია, ისინი ირაკლი ბებუას გათავისუფლებაზე უკვე მუშაობენ.