„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ფასად იბარებენ თხილს მეზობელ რეგიონებში. კონკრეტულად, თურმე, იმერეთის რეგიონში, როგორც ოზურგეთში, თხილის ბაზარზე ცალკეული პირები ამბობენ, რომ თხილს მაღალი ფასი აქვს.
ადგილობრივი ოპერატორები ამ ინფორმაციას ტყუილს და მიზანმიმართულად გავრცელებულ ჭორს უწოდებენ.
ჩვენ ხონის მუნიციპალიტეტში დავრეკეთ და სარწმუნო წყაროს ვკითხეთ, რა ღირს იქაურ ბაზარზე ერთი კილოგრამი თხილი.
_ნორმალურ, ხარისხიან ერთ კილოგრამ თხილს, გატეხვის და ჩახედვა-გადახედვების გარეშე, ნამდვილად იბარებენ რვალარნახევრად. ტყუილს რატომ გეტყვით, ვერ გაიგებთ, ხონი შორსაა თუ ტელეფონი არ არსებობს? _ გვითხრა სარწმუნო წყარომ და თქვა ისიც, რომ ამ დღეებში ფასის კიდევ უფრო მატებას ელოდებიან.
დღეს ოზურგეთში, ერთ კილოგრამ თხილს, გაუტეხავად, 5 ლარად იბარებენ.