„გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ურეკში მყოფ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“-ის დირექტორმა მაია ქუტიძემ დაადასტურა.
„ეს ორი პირი ქუთაისიდან იყვნენ და ორივე მათგანის გადაყვანა დროულად მოხდა. მათ ტესტი ურეკში ჩაუტარდათ და დაუდასტურდათ კორონავირუსი“ – გვითხრა მაია ქუტიძემ.