რუსეთის დამოუკიდებელი სიახლეების რედაქტორმა თავი დაიწვა.
რუსული გამოცემა KozaPress-ის მთავარმა რედაქტორმა, 47 წლის ირინა სალვინა ნიჟნი-ნოვგოროდში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ თავის დაიწვის შემდეგ საავადმყოფოში დამწვრობის შედეგად მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.
როგორც მან გარდაცვალებამდე Facebook-ში დაწერა, მის სიკვდილში დამნაშავე რუსეთის ფედერაციაა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს, რომ იგი თავს იწვავს სკამზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ის საგამიძიებო რეპრტაჟებს ამზადებდა და აშუქებდა პრეზიდენტ პუტინის საწინააღმეგო ამბებს, რრაც იშვიათობაა რეგიონალურ ჟურნალისტიკაში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ემუქრება.
შემთხვევიდან ცოტა ხანში სალვინას გვერდი მიუწვდომელი გახდა.