მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხში სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოიდმა განაცხადა.
როგორც ლეგოიდი აცხადებს, პატრიარქი კირილეს კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, პატრიარქი ჯანმრთელად არის და დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.
როგორც ცნობილია, რუსეთის პატრიარქმა ტრადიციული ვიზიტი, სერგი რადონეჟელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების ლავრაში გადადო.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 493 ადა შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 191 პაციენტი გარდაიცვალა.
რუსეთში, სულ COVID-19-ით 1 260 112 ადამიანი დაინფიცირდა, 22 056 ადამიანი კი გარდაიცვალა, 1 002 329 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.