დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია სოციალურ ქსელ Facebook-ში რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
არჩილ მჟავია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ახალი შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად დადგენილი რეკომენდაციები და პრევენციული ზომები დაიცვან.
„დღეს გურიის რეგიონში კორონავირუსის სიხშირის სპორადული შემთხვევების ზრდა არის არა ახალი ტალღა, არამედ ქვეყანაში და რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური პროცესის გაგრძელება. ახალი შეზღუდვების თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ დადგენილი რეკომენდაციების და პრევენციული ზომების დაცვით“,_ წერს მჟავია.