მორიელი
ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს დანარჩენები ყველაზე მეტად უფრთხიან. ისინი ძალიან ძლიერები და საიდუმლოებით მოცულნი არიან. წინასწარ არასოდეს იცით, თქვენს ამა თუ იმ სიტყვაზე, ამა თუ იმ ქმედებაზე როგორი რეაქცია ექნებათ. მოულოდნელად შეიძლება „აფეთქდნენ“, თავს საშინელი რისხვა დაგატეხონ და თან ისე, რომ ერთ სიტყვასაც ვერ ეტყვით. არსებობს მომენტები, როცა მორიელ ნაცნობთან რაღაც საქმე გაქვთ, მაგრამ უბრალოდ ვერ ბედავთ მისვლას, რადგანაც გეშიანიათ მისი რეაქციის. მის გვერდით მშვიდად ყოფნა შეუძლებელია.
კურო
კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც შიშის ზარს სცემს ადამიანებს. ის უკან არასოდეს იხევს, წარმოუდგენლად ჯიუტია, არ იცის შებრალება და შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს სასურველის მისაღებად. მაშინაც კი, თუ ცდება, არაფერს დაგითმობთ და შეცდომას არ აღიარებს, ამიტომ ადამიანებს მასთან ურთიერთობა აშინებთ. კუროს არ შეუძლია სხვის აზრს პატივის სცეს. გაჯიუტებული და გაბრაზებული კუროს გვერდით ყოფნას არავის ვურჩევთ. უბრალოდ, რაც შეიძლება შორს უნდა გაიქცეთ მისგან.
ლომი
ლომი საშიშია მაშინ, როცა თვითონ მოისურვებს რომ ადამიანებს ეშინოდეთ მისი. მას სჯერა საკუთარი მსოფლხედვის, იდეების, საკუთარი თავის. ადამიანებს სურთ, რომ ჰგავდნენ ლომს, მაგრამ ამავდროულად, ეშინიათ მისი. ლომები თავდაჯერებულები არიან და იციან საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. განსაკუთრებით მისი იმ ადამიანებს ეშინიათ, რომლებსაც დაუცველობის განცდა სტანჯავთ და არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები.