დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს აგვისტოს შუა რიცხვებამდე კარგი მაჩვენებელი ჰქონდა რაც ნიშნავს რომ ვირუსის გავრცელების შეკავება მოხდა, მაგრამ აგვისტოდან დაიწყო ინფიცირების ზრდა, რისი პირველი ნიშნებიც გამოვლინდა აჭარაში.
გამყრელიძის განმარტებით, აჭარა დღესაც ცხელ წერტილად რჩება და მოვლენების ასე განვითარება მოსალოდნელი იყო.
„საქართველოში საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გვქონდა. ეს იმას ნიშნავს რომ გაზაფხულზე, ზაფხულში შევაკავეთ ინფექცია, მაგრამ აგვისტოდან დაიწყო ინფიცირების ზრდა. პირველი ნიშნები გამოვლინდა აჭარაში. ეს გარკვეულად პროგნოზირებადი იყო, მოსახლეობის დიდი მობილობის გამო და სწრაფად დაიწყო ინფექციამ ზრდა. დღესაც ცხელ წერტილად რჩება აჭარა“,_განაცხადა გამყრელიძემ.