10 წლის ნიჭიერი და წარმატებული მოჭადრაკე, ბათუმელი კესარია მგელაძე, ჭადრაკში, საქართველოს ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას, რომელიც 4 ოქტომბერს დაიწყო.
ამ დროისთვის, კესარიამ 7 პარტიიდან 5 მოიგო, 1 ყაიმით დაასრულა და ერთი პარტიაც წააგო.
როგორც ნორჩი მოჭადრაკე ვარაუდობს, მეორე ადგილზე გავა. საბოლოო შედეგები მალე გახდება ცნობილი.
კესარია მგელაძეს აქვს საკმაოდ დიდი მიღწევები, რაც საკმაოდ იშვიათია ასეთ ასაკში: მან ერთი წლის წინ, ივლისში, მსოფლიო ჩემპიონატზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა; შემდეგ, იმავე წლის აგვისტოში, ევროპის ჩემპიონი გახდა, თავისი ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
წელს მიწვეული იყო საბერძნეთში, ჩემპიონატზე, თუმცა კორონავირუსის გამო, ჩემპიონატი გადაიდო.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, კესარია მგელაძე გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით სკოლაში, ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.
რაც შეეხება მის მიზნებს, სურს, 15-16 წლის ასაკში გახდეს ჭადრაკის დიდოსტატი და უნდა, რომ ძირითადად სპორტის ამ სახეობას გაჰყვეს.
ლუკა ლელაძე