დღეს, 20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, დღეს 1 ახალგაზრდა, 40 წლის პაციენტი გარდაიცვალა“, _ აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ ეტაპზე გარდაცვლილ პაციენტებთან დაკავშირებით, თანმხლებ დაავადებებსა და პროცესებზე ამირან გამყრელიძეს კომენტარი არ გაუკეთებია.