სენაკაში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მიკროავტობუსი 50 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. გარდაცვლილი ძველი სენაკის მკვიდრია.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.