უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება გუშინ, ზუგდიდის ბანკში განვითარებულ მოვლენებს.
„ღამე ალბათ არავის გვეძინა რიგიანად და დილასაც ალბათ ყველას ერთი შეკითხვა გვაწუხებს: ნუთუ არ არსებობს სპეციალისტი ქვეყანაში, რომელმაც იცის ყუმბარიანი ადამიანის გაუვნებელყოფა?! ნუთუ არ არსებობს ქვეყანაში სპეცრაზმი, ვინც იცის ცხელ კვალზე დევნა და ვისაც ვერ გაექცევი?!
ალბათ არსებობენ, მგონია, რომ არსებობენ, მაგრამ არ გვყავს მმართველი, არ გვყავს მინისტრი, არ გვყავს პასუხუსმგებელი პირი, რომელიც დაგეგმავს და აღასრულებს რთულ და რისკიან სპეცოპერაციას.
თავმოჭრილი ქათამივით ფართხალებს ეს ქვეყანა და ამით ისარგებლებს ტერორისტიც, კრიმინალიც და ათასი ჯურის მამაძაღლიც.
თავი არ აქვს ქვეყანას, იერარქია არ აქვს, არც თავისუფლება გვაქვს და არც თანასწორობა. თავი უნდა გამოვიდოთ და თავი უნდა გამოვიბათ ამ არჩევნებზე, თუ გვინდა რომ გადავრჩეთ, როგორც სახელმწიფ“,_ წერს პატარაია.