გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ავჭალაში სროლას პროკურორი ემსხვერპლა პროკურატურაში არ ადასტურებენ.
როგორც „გურია ნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილის იდენტიფიცირება უკვე მოხდა და ის პროკურორი არ არის.
„პროკურორები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე როგორც მიდიან ხოლმე. იდენტიფიცირება უკვე მოხდა. გაიგეს ვინც იყო“,_ გვიპასუხეს პრესსამსახურში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.