სამტრედიის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ელენე ბოხუას ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 31 მასწავლებელი და 18 მოსწავლეა კოვიდინფიცირებული.
მუნიციპალიტეტში სულ 35 საჯარო და 2 კერძო სკოლაა. აქედან, გავრცელებული ვირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე 8 საჯარო და ერთი კერძო, მართლმადიდებლური სკოლა გადავიდა.
“სამტრედიის მუნიციპალიტეტში დისტანციურ სწავლებაზე 8 საჯარო სკოლა გადავიდა, რადგან ამ სკოლებში პედაგოგთა და მოსწავლეთა დაინფიცირების ფაქტები დაფიქსირდა. მათ შორის არიან მაღალკონტიგენტიანი სკოლები: პირველი, მეთერთმეტე, მეოთხე, მეშვიდე, მეცხრე სკოლები და კერძო, წმინდა ნაზარი ლეჟავას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა.
31 ოქტომბრის არჩევნების გამო სამტრედიის მუნიციპალიტეტში 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით 29 საჯარო სკოლა გადავა დისტანციურ სწავლებაზე იმის გამო, რომ ამ სასწავლო დაწესებულებებში საუბნო-საარჩევნო კომისიებია განთავსებული”, _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან” საუბარში სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ელენე ბოხუამ.