ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის გამო, 28 ოქტომბრიდან ღამის საათებში გარეთ გასვლა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ჩეხეთის ხელისუფლების ახალი რეგულაციების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასტაბით მოსახლეობას გარეთ გასვლა 21:00 სთ-დან დილის 5 საათამდე აეკრძალება.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას განცხადებით, აქამდე მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა.
როგორც ცნობილია, ჩეხეთში საგანგებო მდგომარეობა 5 მარტს შევიდა ძალაში. ქვეყანაში სკოლები და უნივერსიტეტები დისტანციურ სწავლების რეჟიმზე გადავიდა, ასევე დაიუხურა რესტორნები და ბარები.
ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კორონავირუსით 268 00-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 2 365 პაციენტი კი გარდიცვალა.