„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვთა მოწამვლა კვების პროდუქტებით და სადეზინფექციო საშუალებებით არ დასტურდება. ჩვენი ინფორმაციით, ლაბორატორიულმა დაკვნამ ეს გამორიცხა.
ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორს, მაკა ჭყონიას.
მან გვითხრა, რომ დღეს, საღამოს ელოდებიან ლაბორატორიულ დასკვნას და ზუსტი პასუხიც ამის შემდეგ ეცოდინება.
_ქალბატონო მაკა, ჩვენი სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, ბავშვების მოწამვლა არ უკავშირდება კვების პროდუქტებსა და სადეზინფექციო საშუალებებს. რა შეიძლება იყოს სხვა მიზეზი? და შეიძლება თუ არა ეს იყოს ენტეროვირუსით გამოწვეული?
-გიმეორებთ, საღამოს ველოდებით ლაბორატორიულ დასკვნას. ზუსტი პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება და მასინვე გავასაჯაროებთ, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ.