კორონავირუსით ლანჩხუთში მცხოვრები მამაკაცი გარდაიცვალა, _ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” საუბრის დროს არჩილ მჟავია ადასტურებს.
გარდაცვლილი 65 წლის იყო და მას თან ჰქონდა თანმხლები დაავადებები, მათ შორის დიაბეტი.
გურიაში ეს უკვე კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა.