სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში, სადაც დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, პოლიციის შენობის ტერიტორიაზე სპეცრაზმის მობილიზება შეიმჩნევა.
ჟურნალისტებისთვის უცნობია, კონკრეტულად, რას უკავშირდება, ხელკეტებითა და ჩაფხუტებით მობილიზებული სპეცდანიშნულების რაზმის 100-მდე წევრის ქალაქის ტერიტორიაზე მობილიზება.