“თიანეთში მიდის მასობრივი გაყალბება”, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური ავრცელებს.
“თიანეთში მიდის მასობრივი გაყალბება! უბნებზე დიდი რაოდენობით აბათილებენ ჩემს ბიულეტენებს… ყველა ზღვარს გადავიდნენ!!! რას გვაწვალებთ, დადეთ პირდაპირ, პარლამენტის რომელიმე რადიატორთან, თქვენი კანდიდატი”, _ წერს მეჭიაური.