დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.
„ევროპული საქართველო“ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურებში. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ არის რიგითი პროტესტი და რიგითი ბოიკოტი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ პარლამენტში მონაწილეობას და პარლამენტში აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან“, – განაცხადა ბაქრაძემ.