10 თვის ბავშვი მძიმე დიაგნოზით სიცოცხლისთვის იბრძვის.
ანასტასია გოგოლაძეს მკურნალობის გაგრძელება თურქეთში სჭირდება, მაგრამ ოჯახს საზღვარგარეთ ბავშვის წაყვანის საშუალება არ აქვს და დახმარებას ითხოვს.
სამედიცინო დასკვნის მიხედვით, პატარა ტასოს დიაგნოზი არის ლანჰენგარსისი უჯრედების ჰისტიოციტოზი ლეტერერ-სივეს ავადმყოფობა, რომელიც არ ექვემდებარება ქიმიო თერაპიებით მკურნალობას და საჭიროებს ძვლის ტვინის გადანერგვას, რომელიც საქართველოში არ ტარდება.
ოჯახისთვის გადარიცხული 1 ლარიც კი მნიშვნელოვანია.
ოჯახმა კლინიკიდან 90.000დოლარის კალკულაცია მიიღო და 40 000 დოლარის დაფინანსება გააჩნიათ.
დანარჩენი თანხის შესაგროვებლად დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.
ანასტასია უკვე 8 თვეა რაც იაშვილის კლინიკაშია.
„ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო, მადლობას გიხდით, რომ გვერდში მიდგახართ ამ დროის მანძილზე. გევედრებით დაგვიდექით გვერდში, ვისაც როგორ შეგიძლიათ. მეტირება ყველაფერზე, მეტირება ამ ცხოვრებაზე, ჩემი შვილის და ნებისმიერი ბავშვის გამო, რომელიც ასე იტანჯება. გევედრებით ყველას, ვისაც ოდნავ მაინც რამე შეგიძლიათ, დაგვეხმაროთ. იმ კვირაში ბავშვი უნდა წავიყვანო. ვერ გავწვდები ვერანაირად. დამიკავშირდა იქაური კლინიკის წარმომადგენელი და თუ შეძლებ 7 500 დოლარის გადახდას ყოველთვეო. პასუხი ვერ გავეცი. არ ვიცი რა გავაკეთო. გთხოვთ ისმინეთ ჩემი, გევედრებით“,_ ამბობს ანასტასიას მამა.
პატარა ანასტასიას დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა ანგარიშის შემდეგ ნომრებზეა შესაძლებელი: