თიბისი დაზღვევის პრიორიტეტია მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული და მარტივი სერვისის შექმნა ინოვაციური ციფრული სერვისების დანერგვისა და თანამედროვე ტრენდების ათვისების გზით. მაგალითად, ამ მიზანს ემსახურება ონლაინ ანაზღაურების სერვისის ამოქმედება, სადაზღვევო პროდუქტის შეძენა სახლიდან გაუსვლელად თუ სხვა ინოვაციური მომსახურება.
ამჯერად, თიბისი დაზღვევა ცხოვრების გასამარტივებლად კიდევ ერთ ციფრულ და ინოვაციურ სიახლეს გთავაზობთ: თუ შენ თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობ, დღეიდან REDMED-ისნებისმიერი ტიპის სამედიცინო მომსახურებით თანაგადახდის ფარგლებში შეგიძლია ისარგებლო.
ამისათვის კი რედმედის აპში შენი სადაზღვევო პოლისი უნდა დაამატო სულ რამდენიმე მარტივი ნაბიჯის გავლით:
- აირჩიე დაზღვევის პროვაიდერი ექიმი
- შეარჩიე კონსულტაციის სასურველი დრო
- შეიყვანე პირადი მონაცემები და აირჩიე თიბისი დაზღვევა
- დაამატე შენი პოლისი
- გაიარე SMS ვერიფიკაცია
რედმედის აპში პოლისის დამატების შემდეგ, შენი სადაზღვევო ნაკრებით გათვალისწინებული ნებისმიერი სამედიცინო მომსახურებისთვის ღირებულების მხოლოდ ნაწილს გადაიხდი, დანარჩენს კი თიბისი დაზღვევა დაფარავს.
თუ ჯერ კიდევ არ გისარგებლია რედმედის მომსახურებით, ჩამოწერე აპლიკაცია ბმულის მეშვეობით: https://bit.ly/3n7nnXw
ისიც გაითვალისწინე, რომ REDMED-ის აპში თიბისი დაზღვევის ოჯახის ექიმთან ჩაწერა და კონსულტაციის გავლაც მარტივად შეგიძლია. (R)