ფეხბურთელ თორნიკე ოქრიაშვილის სახელით ფეიქ ინფორმაცია გავრცელდა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” “ფეისბუქის” სქრინი გამოაქვეყნა.
„მეგობრებო, ჩემი ყალბი ფეისბუქ ექაუნთით გავრცელდა ეს პოსტი. ძალიან ვწუხვართ დღევანდელი შედეგით“, – წერს თორნიკე ოქრიაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გუშინ მაკედონიასთან დამარცხდა, რის შედეგადაც ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.