კვლევა იაპონიაში ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ კვლევაში ჩართულ ადამიანებს, რომლებიც ყოველ დილით, საუზმის დროს ნაყინს მიირთმევდნენ, უკეთესი რეაქციები ჰქონდათ სხვადასხვა მოვლენებზე, უფრო სხარტები იყვნენ, უკეთ შეეძლოთ დროის კონტროლი, ჰქონდათ უნარი ინფორმაციის უფრო ეფექტურად გადაცემის, ასევე, მიღების და დამუშავების.
კვლევა კიორინის უნივერსიტეტის პროფესორმა იოშიკო კოგამ გამოაქვეყნა.
დასკვნაში ნათქვამია, რომ გაღვიძების დროს ნაყინის მირთმევით უფრო სწრაფად და მარტივად ვფხიზლდებით და ასევე იზრდება გონების სხარტად და მოქნილად მუშაობის შესაძლებლობა.
მკვლევარები ასევე წერენ, რომ ნაყინი ადამიანს ეხმარება შეინარჩუნოს ფსიქოლოგიური მდგრადობა და უფრო მეტიც, ნერვული აშლილობის დროს მას ადამიანის დამამშვიდებლის ფუნქციაც აქვს.