პრაქტიკოსი და სპეცმასწავლებლებისთვის ნოემბერში დაგეგმილი გამოცდა აღარ ჩატარდება. აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდის მეთვალყურე კურატორებს მოკლეტექსტური შეტყობინების სახით მიაწოდა.
შეტყობინებაში წერია, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ნოემბერში დაგეგმილი პედაგოგთა გამოცდა აღარ ჩატარდება. უწყება მასწავლებლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში არ აკონკრეტებს როდის ჩატარდება გამოცდა.
შეგახსენებთ, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ გამოცდაზე მონაწილეობა პრაქტიკოს პედაგოგებთან ერთად სპეცმასწავლებელბსაც უნდა მიეღოთ.