დღეს ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს. სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 17 საათისთვის არის დანიშნული.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს.
არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად 11 დეკემბერი განიხილება.