,,ნატოს საგარეო საქეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ასევე მან აღნიშნა, რომ რომ ალიანსმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანონის მიმართ მხარდაჭერა და მოხდა განხილვა აღნიშნული საკითხის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს რეფორმების მიმდინარეობა.
,,დღეს ჩვენ მეორე სესიაზე შემოგვიერთდნენ საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთან მინისტრები. ჩვენ მიმოვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაცია, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რუსეთი განაგრძობს საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ნატო ამას პასუხობს წარმომადგენლობის გაძლიერებით ხმელეთზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეებში.
მინისტრები შეთანხმდნენ ორივე პარტნიორთან, საქართველოსთან და ნატოსთან დიალოგის გაძლიერებაზე. საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან. მათ მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვთ ჩვენს მისიებში. ჩვენ დღს კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განვიხილეთ რეფორმების მიმდინარეობა და ჩვენ ვაძლიერებთ პარტნიორების პოლიტიკურ მხარდაჭერას.
მე მოხარული ვარ, რომ მოკავშირეებმა და საქართველომ დაამტკიცეს ნატოს-საქართველოს განახლებული არსებით პაკეტი, ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერება. მინისტრები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე რეგიონში არსებული მდგომარეობის ცოდნის გასაუმჯობესებლად და ორივე პარტნიორთან ჩვენი დიალოგის გასაძლიერებლად“, _ განაცხადა სტოლტენბერგმა.