საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბის “ლანჩხუთის“ ერთ-ერთ ფეხბურთელი “გურული დღიურების” სტიპენდიანტი გახდა.
ჩვენ ახალი სტიპენდიანტი გვყავს: ლანჩხუთის ქალთა კლუბი შვედურ კლუბთან 0:7 დამარცხდა. დამარცხდა და უსიამოვნო ქირქილსაც მოვკარი თვალი. სასიამოვნო ანგარიშია? ცხადია – არა. მაგრამ ბევრად საშინელია ის პირობები, ამ საოცარ გოგონებს რომ მომზადება უწევთ და ბევრად დიდი ის სიხარული, რაც რამდენიმე კვირის წინ მოგვანიჭეს. იმ გამარჯვების შემდეგ, ჩვენ გუნდის უმცროს წევრს, ანა გობრონიძეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდია დავუნიშნეთ, ამ დამარცხების შემდეგ კი, მასზე ოდნავ უფროს, ნათელა წოწერიას დავუნიშნავთ იგივეს – ნათელა სენაკიდანაა, ლანჩხუთის გუნდში თამაშობს და თბილისში სწავლობს. წინ დიდი გამარჯვებები გველოდება!“