“ვადამდელი არჩევნების ჩაშლა უნდათ ბაქრაძეს და ბოკერიას, რადგან მანდატები არ აქვთ და გაბანძდნენ არჩევნებზე”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ საბოტაჟი სურს.
„თუ სანდო წესით გადავთვალეთ და რიგგარეშე არჩევნები დანიშნეს, ამას „ნაციონალებმაც“ ხელი ხომ უნდა მოაწერონ? მანდ ვარ მეც, მე მაგას ვიცავ, პარლამენტში შესვლა კი არ მინდა. ამის ჩაშლა უნდათ ბაქრაძეს და ბოკერიას, რადგან მანდატები არ აქვთ და გაბანძდნენ არჩევნებზე. ბოკერია და უგულავა დადიან და ამბობენ: მანდატები დავხიოთო და იმ დღეს ვეკითხები: ვის მანდატს ხევ-მეთქი, შენ რომ მანდატი არ მოგცეს, ზუგდიდსა და ფოთში რომ გაბანძდი-მეთქი? ეგენი შლიან, არ უნდათ ვადამდელი არჩევნები. საბოტაჟი უნდათ. ხვალინდელი დღე მოვა და ვნახავთ. ორადორ მანდატს ეწირება საქართველოს მომავალი. უგულავამ და ბოკერიამ ვერ აიღეს მანდატები და მაგაზე წვალობენ, რომ თავი მოეჭრათ, ფოთშიც გაბანძდნენ, ზუგდიდშიც და მაგას ეწირება მთელი პროცესი. ოთხ შეხვედრაზე ვიყავი „ლელოში“. ჩემსა და ბოკერიას შორის იყო ლამის ხელჩართული ბრძოლა. ჩაშლა უნდათ. ვის მანდატს ხევს უგულავა, რომ არ აქვს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.