ლანჩხუთელი ჟურნალისტი, რუსუდან მანაგაძე კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.
გავცრელებული ინფორმაციით, იგი ვირუსზე მკურნალობას ბათუმში, კოვიდკლინიკაში გადიოდა, თუმცა გართულებული მდგონარეობის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“გული მტკივა, ცრემლებით ვიხსენებ თითოეულ შეხვედრას, ჩვენო უსაყვარლესო, ნიჭიერო, ერთგულო და უღალატო მეგობარო. ლამაზი ლექსების ავტორო და საუკეთესო ჟურნალისტო. ჩაგვხოცა კოვიდმა და მათ შორის შენც. ურთულეს ეპოქაში ვცხოვრობთ, ვეჩვევით ყველაფერს. გული მიკვდება, ვერ დაგიტირებთ უსაყვარლეს მეგობარს შემოქმედებითი საზოგადოება,,სამება”-ს წევრები, რომლებსაც ჯერ არ გაუგიათ ეს შემზარავი ამბავი,”- წერს სოციალურ დარეჯან ბიწაძე, რომელიც ლანჩხუთში შემოქმედთა მუზეუმს ხელმძღვანელობს.