საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს პრეზიდენტმა BFM TV- სთან განაცხადა, რომ მოსალოდნელია, საზოგადოება ნორმალურ ცხოვრებას 2021 წლის შემოდგომამდე არ დაუბრუნდეს.
ჟან ფრანსუა დელფრაისი ასევე საფრანგეთის მთავრობის მრჩეველია კოვიდ -19 პანდემიის მართვის საკითხებში.
დელფრაისმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის კამპანიას დრო სჭირდება.
”ვაქცინები იმედის ძირითადი წყაროა, მაგრამ თუ გადავხედავთ ვაქცინაციის შესაძლებლობებს, რომელიც გვექნება საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში, დრო დაგვჭირდება”, – განუცხადა იმუნოლოგმა და სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა ჟან ფრანსუა დელფრაისმა საფრანგეთის BFM TV- ს.
“ვაქცინები ნელა იწარმოება ვიდრე ეს ვიდრე 15 დღის ან სამი კვირის წინ იყო გათვალისწინებული”,_ განაცხადა დელფრაისმა და აღნიშნა, რომ ვაქცინის დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, მაგრამ შემდეგი ექვსი თვე რთული იქნება. რაც ნიშნავს, რომ საზოგადოება ნორმალურ ცხოვრებას მომდევნო წლის შემოდგომამდე შესაძლოა, ვერ დაუბრუნდეს.
ცნობისთვის, საფრანგეთში კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ 59 000 ინფიცირებული გარდაიცვალა.