საზარელი ტრაგედია დატრიალდა ჩხოროწყუს ერთ-ერთ სოფელში _ არსებული ინფორმაციით, შვილმა საკუთარი მამა მოკლა, ამის შემდეგ კი მან თვითდაზიანება მიიყენა.
მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დამატებით დეტალების გარკვევას “გურია ნიუსი” შსს-ში ცდილობს.
ცნობილია, რომ შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.