რამდენიმე ხნის წინ ხანძარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ლიხაურსა და სილაურში.
ლიხაურელი ირმა გორდელაძე სოფელში გაჩენილი ხანძრის შესახებ ფეისბუქზე წერს: „ხელი უნდა დაატყდეს ყველა უგუნურს და ცეცხლის გამჩაღებელს! სახანძრო რომ არ გამომეძახა და დროზე არ მოსულიყო… იქვე, 300 მეტრში სახლებია და ცოტა მოშორებით ტყე. ბარდს და ეკალს წაუკიდეს ცეცხლი, რის შემდეგ გაჩნდა ხანძარი”, _ წერს ფეისბუქზე ირმა გორდელაძე.
ხანძარი ორივე სოფელში ლიკვიდირებულია ოზურგეთელი მეხანძრეების ჩარევის შედეგად.