თურქეთმა სოციალურ ქსელებს _ Twitter-ს და Periscope-ს სარეკლამო აკრძალვა დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, თურქეთის ახალი კანონის მიხედვით, სოციალურ ქსელებს, ევალებათ, თურქეთის მოქალაქეები დაასაქმონ, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, ჯარიმები დაეკისრებათ.
Reuters-ის ინფორმაციით, ახალი კანონის მიხედვით, თურქულ კომპანიებს, აეკრძალათ ტვიტერზე და პინტერესტზე რეკლამების განთავსება. აკრძალვა ვრცელდება ტვიტერის ლაივ–ვიდეოების სერვისზეც – პერისკოპზე.
ასევე, გამოცემა წერს, რომ ტვიტერი და პინტერესტი, თურქული კანონის მიხედვით, თუ ადგილობრივებს დაასაქმებენ, აკრძალვა მოიხსნებათ.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, არასდროს დაუშვებს ციფრული ფაშიზმისა და წესების უგულებელყოფის გაბატონებას თურქეთში
“ისინი, ვინც მონაცემებს აკონტროლებენ, შესაძლოა, გახდნენ, ციფრული დიქტატორები, რომლებიც დემოკრატიას უგულვებელყოფენ და პატივს არ სცემენ კანონსა და თავისუფლებას. ჩვენ არასდროს დავუშვებთ ციფრული ფაშიზმისა და წესების უგულებელყოფის გაბატონებას თურქეთში”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ცნობისთვის, Facebook – ი უკვე შეუერთდა სხვა კომპანიებს და დანიშნა ადგილობრივი წარმომადგენელი, თუმცა, კომპანიაში აღნიშნა, რომ იგი გაიყვანს პირს, თუ მასზე გახორციელდება ზეწოლა.
როგორც Reuters წერს, ერთი თვის წინ, აღნიშნულ კანონოთან დაკავშირებით, Amnesty International- ის თურქული ოფისის წარმომადგენლის მილენა ბუუმის განცხადებით, შესაძლოა, სოციალური ქსელები ცენზურის საფრთხის წინაშე დადგნენ.
,,ეს კანონი, Facebook-ს, Google-ე და YouTube- ს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს, რადგან გახდნენ სახელმწიფო ცენზურის ინსტრუმენტი- განაცხადა მილენა ბუუმამ.