გასული 24 საათის განმავლობაში, ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა გვითხრა, რომ გუშინ ლანჩხუთში კორონავირუსზე 3 ტესტი ჩატარდა, საიდანაც არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.
„გუშინ ძალიან მცირე იყო ტესტირება, რაც დღესასწაულით და უამინდობითაა გამოწვეული“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 1457 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1342, გარდაცვლილია 15 ადამიანი.