ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ივერი მელაშვილსა და ერთ-ერთ მოაქალაქეს შორის მომხდარ კონფლიქტს ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე გამოეხმაურა.
„ივერი მელაშვილს, დღეს, ალტას მაღაზიაში, პირისპირ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
განვმარტავ, რომ პირისპირ შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული და ზოგიერთი უვიცი თუ ამ ფაქტის ასეთად მონათვლას შეეცდება, წინასწარ იცოდეს.
ამავდროულად, პასუხიმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პროპაგანდით მორალურ სასამართლოს უწყობს უდანაშაულო ადამიანებს და ხალხს უბიძგებს მათზე ძალადობრივი იერიშისკენ.
სიმბოლურია, რომ ბიძინას საყვარელი გაზეთი “ასავალ-დასავალი” დღეს სწორედ ამ ტიპის სლოგანით _ “ქართველი მაგას ფეხქვეშ გაიგებს”, გამოვიდა.
ასე იწყებოდა გასული საუკუნის 30-იანი წლები“, _ წელს მშვენიერაძე.