ამ წუთებში ჩხოროწყუს მერიის წინ აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ,მათ შორის, მერის დავით გოგუას გადადგომა.
მერიის შენობას პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი იცავს.
ცნობისთვის, აქცია სკოლის სკანდალს უკავშირდება.
აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ მომხდარ უსიამოვნო ფაქტს აპროტესტებენ.
როგორც ცნობილია, ჩხოროწყუელ მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაალაგებინეს.