“ჩემი განცხადება შედეგიანია, რადგან მას შემდეგ ნიკა გვარამია წკავწკავებს” – ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან პარლამენტის წევრმა თეა წულუკიანმა.
მან რამდენიმე დღის წინ პარლამენტის სხდომაზე “მთავარი“ არხის დამფუძნებელის ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა, რამაც დიდი პოლემიკა გამოიწვია.
„ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო, რაც ჩემი პროფესიაა – ეს იყო შედეგიანი, რადგან მას შემდეგ გვარამია წკავწკავებს“,
მე ამ პირობებში ცხოვრებაზე უარს ვამბობ. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ოპოზიცია, ვინც პარლამენტში შევიდა, გვამია. ხოლო თუკი მე ვიტყვი, რომ ვინც არ შედის პარლამენტში გვამები ისინი არიან, ნიკა გვარამია აწკავწკავდება და ამას სიუჟეტებს მიუძღვნის. თუ გვარამია სალომე ზურაბიშვილზე იტყვის უხამს სიტყვებს, ეს შეიძლება, მაგრამ თუ მე მას ამისთვის გავკიცხავ, გვარამია კვლავ, მორიგ ჯერზე აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია.“ – თქვა თეა წულუკიანმა.