ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა.
გასული 24 საათის განმავლობაში, ოზურგეთში ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 2815 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2660 ადამიანი, გარდაცვლილია 24.