ოზურგეთის საკრებულოში, ამომრჩეველთათვის ანგარიშის ჩაბარებისას, ვრცლად ისაუბრა, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, საკრებულის წევრმა, შოთა გოგიბერიძემ. ის ფრაქცია „მშრომელთა და ხელმოკლეთა ინტერესებისთვის“ თავმჯდომარეა.
_საანგარიშო პერიოდში დავესწარი და მონაწილეობა მივიღე საკრებულოს სხდომებში. ფრაქციის 8 სხდომა ჩავატარეთ, ხოლო საანგარიშო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის ინიცირება მოვახდინეთ, _ თქვა შოთა გოგიბერიძემ და ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ _ ზოგჯერ დასმულ საკითხებს, პრიორიტეტად მიჩნეულ თემებს ვერ ახორციელებენ. მიზეზი კი ისაა, რომ თვითმმართველობის უფლებამოსილებათა ჯაჭვი არ გვაძლევს საშუალებას, საკრებულომ ცენტრალური ხელისუფლების გარეშე გადაწყვიტოს ესა თუ ის საკითხი, – თქვა მან და დაასახელა სკოლამდელი აღზრდის პედაგოგთათვის ხელფასის ზრდას რამდენი ბრძოლა დასჭირდა.
შოთა გოგიბერიძემ ხაზგასმით ისაუბრა საკრებულოს აპრატის ინოვაციური მეთოდების შესახებ, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების, ზოგადად, წარმატებულ მუშაობაში ეხმარება საკრებულოს თითოეულ წევრს.
_ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში ე.წ. სოციალური საწარმოების შექმნის პრაქტიკის დანერგვის შესახებ ვისაუბრეთ და ჩვენს საანგარიშო პერიოდში ინიცირება მოვახდინეთ. ასეთი ინიციატივები უნდა გავითვალისწინოთ, რასაც ჩვენგან მხარდაჭერა არასდროს აკლია, _ თქვა მან და ვრცლად ისაუბრა გასული წლის სეზონზე, გურიაში არსებულ მძიმე ვითარებაზე, როცა ხალხმა ციტრუსოვანების მოსავალის დიდი ნაწილი იზარალა. ამიტომ, როცა ბიზნესი არაა აქტიური, მაშინ სახელმწიფომ უნდა იაქტიუროს.
შოთა გოგიბერიძემ ასევე აქცენტი გააკეთა გურიის, როგორც საუკეთესო რეგიონის, ტურისტულ რუკაზე ნიშანდობლივად მოსახვედრად.
_ ვხედავთ, რა კარგად ჩანს საქართველოს ტურისტულ რუკაზე აჭარა და სვანეთი. ამ ფონზე მკრთალია გურია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოხდეს პოპულარიზაცია. ამას კი ინფრასტრუქტურის განვითარება სჭირდება.
ბოლოს მან აქტიური ყურადღება მოითხოვა ექადიის უბნის მცხოვრებთა მხარდასაჭერად, რომლებიც კატეგორიუ~ლად ეწინააღმდეგებიან ფერადი ლითონების საწარმოს გახსნას.