ფეისბუქი კორონავირუსის შესახებ საკუთარ პოლიტიკას აახლებს — წაშლის ცრუ პოსტებს მომავალი ვაქცინების შესახებ. ქსელმა თავის პლატფორმაზე ყველა ტიპის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციის გვარცელება აკრძალა.
ახალი წესების შემოღების საჭიროება ვაქცინების მოახლოებასთან ერთად დადგა, რასაც სოციალურ მედიაში თან მოჰყვა დეზინფორმაციის ტალღაც.
“ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ამ პოლიტიკის განხორციელებას, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებთ გვერდებზე, ჯგუფებსა და ანგარიშებზე, რომლებიც არღვევს ამ წესებს. ჩვენ უახლოეს კვირებში გავაფართოვებთ აღსრულებას”, _ თქვა გაი როზენმა, რომელიც ზედამხედველობს Facebook-ის შინაარსობრივ გადაწყვეტილებებს.
ცნობილია, რომ Facebook-ზე არსებული ჯგუფები ქმნიან დეზინფორმაციის ექო პალატებს და ხელს უწყობენ ვაქცინების საწინააღმდეგო თემებისა და რიტორიკის ზრდას. ახალი წესის თანახმად, ჯგუფები, სადაც მომხმარებლები განმეორებით გააზიარებენ აკრძალული შინაარსის კონტენტს, დაიხურება.