ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
სოფელ შილდასთან, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი, ერთი კი დაშავდა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სამაშველო ჯგუფის ჩარევა გახდა საჭირო.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: მთავარიტვ