დაპატიმრების ერთი ადგილი მათ არ ქონდათ.
მათ ენაზე რომ ვთქვა _ მელიამ “არ შეიწერა”. ამან “ბიჭები” თავის ხაფანგში გააბა, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” წევრმა კოტე კემულარიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“ნიკა მელიას ამბავი
“ბიძინამიტოვებულმა” და საჭემოშლილმა “ოცნებამ” ავადმყოფური რეაქცია გამოავლინა მელიას ლიდერად დამკვიდრებაზე.
კობახიძემ და “ბიჭებმა” გადაწყვიტეს პროკურატურის გამოყენებით დაეჩაგრათ მელია.
კანონი არ იცნობს ერთხელ გადახდილი გირაოს მეორედ დაკისრებას, გაზრდილი თანხით. გირაოს დარღვევისას კანონი პირდაპირ ითხოვს პატიმრობას.
“ბიჭების” მიზანი იყო მელიას თანხით დასჯა და ამით ბრავირება. დაპატიმრების ერთი ადგილი მათ არ ქონდათ.
მათ ენაზე რომ ვთქვა — მელიამ “არ შეიწერა”. ამან “ბიჭები” თავის ხაფანგში გააბა.
კობახიძეს გავრილოვი ინფორმირებული ყავდა. მან განაცხადა – იმუნიტეტის მოხსნა, მელიას დაპატიმრებას არ ნიშნავსო.
გავრილოვის შექებამ ოცნება სულ გააშიშვლა და მიჯირყვნა.
აშკარა გახდა, რომ “უბიძინო”ოცნება კიდევ უფრო სახიფათოა ქვეყნისთვის. მისი საჭიდან სასწრაფოდ ჩამოშორება არის გადაუდებელი ამოცანა.
ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ძალები-ყველა ვისაც ეს ქვეყანა გვტკივა, დავდგეთ ერთად.
გავრილოვი ღიად აცხადებს, რომ აპირებს ოცნებასთან ჩამოსვლას თბილისში. ეს არ უნდა მოხდეს.
ნიკამ აჯობა “ოცნებას”. კანონი აქ არაფერ შუაში არის. ამ ამბავმა მთავარი თემა — “მიტაცებული სახელმწიფო” გამოაჩინა.
დავიცვათ ნიკა.
დავიბრუნოთ სახელმწიფო.“ _ დაწერა კემულარიამ.